15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: ნიკა მელიას წერილიდან მხოლოდ ის გავიგე, რომ მე არ მოვწონვარ

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა ნიკა მელიას წერილთან დაკავშირებით.

„რეპრესიული რეჟიმი იყოო და არცერთი პოლიტიკური პატიმარი არ გვყავდა. ლევან ხაბეიშვილი ერთადერთი მიზეზის გამო დაამწყვდიეს, ხალხს დაუბრუნა იმედი, მისცა ორგანიზების სტიმული, ცემისა და მუქარების არ შეეშინდა, ბოლოს პოლიციის მოსყიდვის ბრალდებით დაიჭირეს. იგივე ეხება ელენე ხოშტარიას, რომელიც მხოლოდ იმიტომ დატოვეს ციხეში და ალბათ წლების დამატებას უპირებენ, რომ აჩვენა, არაფრისაც არ ეშინია. იგივე ეხება პაატა ბურჭულაძეს. თავისი უშიშარი ხასიათის გამო ამ საკანში ამოყო თავი. ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც, მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე. გავიგე ის, რომ მე არ მოვწონვარ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რატომ ჩატოვეს ციხეში? ივანიშვილმა ვერ აპატია, როცა აღსრულების სამსახურში იყო, უკანონო 70 მილიონი დაუყადაღა. ირაკლი ნადირაძეს ვერ აპატიეს, რომ საკრებულოში მრავალი მილიონი გააგდებინა ხელიდან კორუმპირებულ ბანდას. პაატა მანჯგალაძეს და მურთაზ ზოდელავას ვერ აპატიეს, რომ უბრალოდ წესიერები არიან. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც საუკეთესო ამერიკული სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული, იმის ნაცვლად, რომ სამშობლოს იცავდეს, ციხეში გაამწესეს. საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა ის, რომ ამერიკის აკადემიაში სწავლობდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 27 აპრილს პარტია „ახლის“ ლიდერის, ნიკა მელიას ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში მელიამ აღნიშნა: „მესმის, ციხეში მძიმე პირობებია, ვიდრე სახლში ან პალატაში, მაგრამ ყველანი ვუძლებთ. არავის მე, მე, მე, მე, მე არ გვესმის, მავანმაც უნდა გაუძლოს და ცილისწამების ალეგორიას არ უნდა დაემსგავსოს“.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
შემდეგი სტატიაარჩილ გორდულაძე: ევროპა ევროკავშირში უნდა დაბრუნდეს