მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საპატიმროდან გამოსვლას ეხმაურება.

„ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ. ალბათ ერთადერთი ბედნიერი დღე იყო მთელი ჩემი ტყვეობის განმავლობაში ძალიან დავაფასე მის მიერ ჩემი ხსენება პირველივე წუთებში. სულიერად ვერ გატეხეს, თუმცა ფიზიკურად აშკარად დაზარალებული ჩანს. ნიკა არის უმაგრესი! ამას ისიც ადასტურებს, რომ მის მიერ შექმნილმა არხმა გაუძლო ამ პერიოდს.

ამიტომ დიდი მადლობა „მთავარის” ყველა მებრძოლს. თქვენ სასწაული მოახდინეთ! ნამდვილი ვარსკვლავები და პატრიოტები ხართ. მთავარი ბრძოლა წინაა და ნიკას როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ასევე ვულოცავ მის ოჯახს ამ უსამართლობის დასრულებას. ნიკას ყოველი დღე ციხეში იყო დიდი უსამართლობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის – „ადვოკატთა სახლის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიარუსეთი არის ველური ცხოველივით, რომელიც ადამიანებს ჭამს და თუ ველური ცხოველი ადამიანებს ჭამს, უნდა მოკლა – დუდა