მიხეილ სააკაშვილი: ნიკა გვარამიამ არაერთხელ დაამტკიცა თავისი,როგორც ხელმძღვანელის ეფექტურობა

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

ფბზე ვადევნებ თვალს რუსთავი 2ის მართვაზე მიმდინარე დებატებს. პირველ რიგში, მე ვარ თითოეული რუსთავიორელის გულშემატკივარი. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით და პატრიოტიზმით.
მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას როლი ტელევიზიისთვის ურთულეს პერიოდში, პირადი საფრთხის ფასად ,იყო ძალიან მნიშვნელოვანი.მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი,როგორც ხელმძღვანელის ეფექტურობა და ის,რომ მას,როგორც მენეჯერს დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია
ჩემი აზრით, ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ქმნის ტელეპროდუქციას.
ამიტომ, მფლობელების წინადადება კოლექტივისთვის წილების განაწილებაზე და მათ მფლობელობაში შემოყვანაზე, უპრეცენდენტოა და დასაფასებელი.
ძმები ყარამანიშვილები მაგრად დაუდგნენ ივანიშვილს და არ წავიდნენ არანაირ გარიგებაზე, მიუხედავად დიდი ზეწოლისა.
თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს შეთავაზების რეალიზება, ამას მენეჯმენტი, კოლექტივი და მფლობელები, დიდი იმედი მაქვს, ერთმანეთთან დიალოგის გზით გადაწყვეტენ და ერთობლივი ქმედებებით განავითარებენ საქართველოში დარჩენილ ბოლო დემოკრატიულ ინსტიტუტს – რუსთავი 2ს-წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისირიაში ციხეზე ავიადარტყმას 16 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიათურქეთის ქალაქის მცხოვრებნი ღამე დინამიკებიდან პორნოფილმს უსმენდნენ