მიხეილ სააკაშვილი: მოგესალმებით, ივანიშვილის საბოლოოდ აწყვეტასთან დაკავშირებით

ვინც ყვება ზღაპრებს, რომ თურმე ყველა ნორმა უნდა დავიცვათ, კანონის ყველა წესით უნდა ვიმოძრაოთ და ამან ყველაფერი უნდა დაარღვიოს, არის აბსოლუტურად სულელი და ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

„მოგესალმებით, ივანიშვილის საბოლოოდ აწყვეტასთან დაკავშირებით. მან დღეს დააკავა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იყო მისი მთავარი ცრუ მოწმე ჩემ წინააღმდეგ პროცესებზე, მერაბიშვილის წინააღმდეგ პროცესებზე, სხვა პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ ოქრუაშვილმა გადათქვა თავისი ჩვენება, სულ სხვა რამეების საუბარი დაიწყო და ღიად დაუპირისპირდა ივანიშვილს. მანამდე ნახეთ, რასაც აკეთებდა ხაზარაძეზე, ნახეთ დღეს რაც ქნეს ეკა კვესიტაძეზე. თუ მან 2012 წელს მოახდინა რეიდერული შეტევა და ხელისუფლების​რეიდერული ხელში ჩაგდება, ახლა ხდება თითოეული ქართველის ცხოვრების რეიდერული ხელში ჩაგდება. ეს არის ჩვეულებრივი ბეზპრედელშიკი რეიდერი, რომელიც ბოლომდე ახდენს ქართული ცხოვრების ყველა ასპექტის მონოპოლიზაციას და ჯიბეში ჩაგდებას. ეს არის ტესტი ჩვენთის, ვართ თუ არა ერი, გვაქვს თუ არა თავმოყვარეობა, ღირსება, თუ ვართ ერთი ბინძური ოლიგარქის დასაჩაგრი, გასანადგურებელი. მე ვარ მზად საბრძოლველად, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძალიან ბევრია მზად საბრძოლველად და ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე. ვინც ყვება ზღაპრებს, რომ თურმე ჩვენ ყველა ნორმა უნდა დავიცვათ, კანონის ყველა წესით უნდა ვიმოძრაოთ და ამან ყველაფერი უნდა დაარღვიოს, არის აბსოლუტურად სულელი და ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი, რადგან ყველა დიდი წარმატება დასავლეთში, ევროპულ ცივილიზაციაში, დემოკრატიაში ხდებოდა კონკრეტული ადამიანების მიერ არსებული წყობილების წინააღმდეგ, კონკრეტული ქმედებებით. რომ ეთქვა ყველა სამოქალაქო აქტივისტს – ჩვენ არა, ჩვენ მხოლოდ ტროტუარებზე ვიმოძრავებთ მხოლოდ, ყველა ბრძანებას შევასრულებთ პოლიციის, ყველაფერს დავემორჩილებით, მაშინ პროგრესი არ მოხდებოდა. ამას მხოლოდ ივანიშვილის ხალხი ამტკიცებს. მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი ქმედებით, თითოეული ადამიანის, პიროვნებების შეკავშირებით შევძლებთ ამ უბედურების გადალახვას და დაძლევას. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ახლა ის ცდილობს, აგვისტოს ბოლომდე გააიასნოს ტელევიზიის საკითხი, მოწმინდოს მთლიანად პოლიტიკური ველი, ყველაფერი ჩაიგდოს ბოლომდე ხელში და ქვეყნის რეიდერული ​ხელში ჩაგდება დაასრულოს. არ გამოუვა! არ გამოგივა, ხიხო. არ გამოგივა ბეზპრედელშიკო“. შენი მმართველობა ძალიან სწრაფად დასრულდება. ძალიან აჩქარებ მოვლენებს და კარგი, რახან აჩქარებ, მაშინ გამოწვევა მიღებულია. ჩვენც დაგიჩქარებთ, ჩვენც დაგიძაბავთ, ჩვენც მოგხედავთ სათანადო დონეზე. აბა, თქვენ იცით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილს აქვს საშინაო დავალება – საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება
შემდეგი სტატიახელისუფლება ავლენს ფანტასტიურ უნარს დამნაშავედ გამოჩნდეს მაშინაც კი, როდესაც შესაძლოა არც არაფერი დაუშავებია