18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის მიმართვას, 26 მაისი უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო ფრონტში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26 მაისის დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

სააკაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღის აქცია არ უნდა იყოს მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება, არამედ ქვეყნის მასშტაბით ფართო მოძრაობის დასაწყისად უნდა იქცეს.

„26 მაისის აქციას, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ყველამ უნდა აღვნიშნოთ. თუმცა, ეს არ უნდა იყოს ცალკეული, ეპიზოდური აქცია, არამედ უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ, საპროტესტო გაშლილ ფრონტში — საქართველოს გასათავისუფლებლად.

მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის მიმართვას, რომ დროშის გარშემო გაერთიანებულებმა უნდა გამოვიჩინოთ კიდევ მეტი გაბედულება და გადავიდეთ შეტევაზე“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი ჰააგის სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას აუქმებს- პეტერ მადიარის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატია“ტერორიზმის გამართლება და უცხოეთის აგენტობა”- რა მუხლებით სდევს კრემლი გარი კასპაროვს