მიხეილ სააკაშვილი: მივესალმები ვანოს თავისუფლებაზე ყოფნას, ვამაყობ მისი გაუტეხლობით

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი თანაგუნდელის, ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმიანება და “ფეისბუქზე” სტატუსს აქვეყნებს.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ვანო მერაბიშვილი სრულიად უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს და ამაყობს მისი გაუტეხლობით:
“მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას,მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით.ვეთანხმები,რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება.დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ,როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ,არამედ მომავლისკენ სწორებისკენ”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : ადვოკატები, პარტიის წევრები ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ ვანო მერაბიშვილს, არადა, ეს პატიმარი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი
შემდეგი სტატიასადაც არ უნდა იყოს, ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება ჩვეულებრივად – თენგიზ გუნავა ვანო მერაბიშვილზე