მიხეილ სააკაშვილი: მიშელის დოკუმენტი კოჭლია

“მიშელის დოკუმენტი კოჭლია, მაგრამ თუ ბევრი დამკვირვებელი ჩამოვა, “ოცნება” რეფერენდუმს წააგებს”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ეს პარლამენტი სრულიად გაყალბებული არჩევნების შედეგად არის შედგენილი, ამიტომ 33 ადგილი აქვს “ნაციონლაურ მოძრაობას”, 35 თუ 36, ეს ხომ ძალიან პირობითობაა და ყველას გვესმის ეს. სინამდვილეში ივანიშვილმა დათვალა, თავის “ჩოტკაზე” გადათვალა მეჯღანუაშვილმა. ვიღაცას ამდენი ადგილი მისცა და ვიღაცას იმდენი.

რეფენდუმის მიღწევა მოხერხდა კოჭლი ხელშეკრულების პირობებში და მე ღიად ვესაუბრებოდი ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ ხარვეზებს შეიცავს. შევხვდი ევროკომიის წარმომადგენელს და ყველა ევროპარლამენტარს, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ჩვენ რეგიონთან. მე მათ ავუხსენი, რომ ეს ხელშეკრულება კოჭლია, მაგრამ თუ ჩამოვა ბევრი დამკვირვებელი, ამ რეფენდუმსაც ესენი წააგებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხალხს არ ცრიან და აცრების ბოლო ეთეულშია საქართველო, ამის მიუხედავად ჩამოვლენ დამკვირვებლები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობის” წევრები ყოფილან ქეციანები
შემდეგი სტატიახოჯევანიშვილი: ​გახარიას არასდროს დაუტოვებია არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა