მიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას ან ლიკვიდაციას არ გამორიცხავს

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას ან ლიკვიდაციას არ გამორიცხავს, ამის შესახებ სააკაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა. სააკაშვილი უახლოეს მომავალში მთელი უკრაინის შემოვლას და კიევში უკრაინელ ხალხთან ერთად დაბრუნებას გეგმავს.

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება მომკლან, შეიძლება დამაკავონ, აქ ჩამსვან, ექსტრადაცია მოახდინონ, ყველაფერი ქნან. მერე რაა, ჩემს 11 წლის შვილსაც ვუყვები, რომ შეიძლება, ასე მოხდეს. მზად ვარ, ბოლომდე წავიდე, მაგრამ ხალხმა უნდა აიღოს ყველაფერი თავის ხელში. ძველ ლიდერებთან ერთად, ახალი ლიდერები გაჩნდა, აქ ამას ვაკეთებთ ზუსტად. დავიძვრებით სხვადასხვა ქალაქში, წავალთ რეგიონებში, ახალ ხალხს წამოვწევთ წინ, ძველ ლიდერებსაც გავაერთიანებთ. საბოლოოდ უკრაინა დაისხნის თავს ოლიგარქატის ტყვეობიდან. ახლა უკრაინა მძევლად ჰყავს აყვანილი, სხვადასხვა ჯურის, სხვადასხვა საზიზღარ ოლიგარქს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ეუთო-ს ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაში მონაწილეობს
შემდეგი სტატიალვოვის პოლიცია სამხედრო ფორმიან 50 მოქალაქეს ამოწმებს