მიხეილ სააკაშვილი: მეფე შიშველია!

ბებიაჩემი მზია წერეთელი

“მე არ ველოდი, რომ გიგი უგულავას ამ ბრალდებით, სამართლებრივი ნორმების ასეთი დარღვევით დაიჭერდნენ. ვერ წარმომედგინა რომ ამ ნორმებით, ასეთი დარღვევით შესაძლებელი იყო სადმე, არა მხოლოდ საქართველოში, ადამიანის დაჭერა. ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება, უკიდურესად შეშინებული ადამიანის ქმედებაა. ერთი-ერთში მახსენებს ასლან აბაშიძეს. ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე. იცით ჩემი დამოკიდებულება პუტინის მიმართ, მაგრამ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს ჰყავს უკვე საქართველოში.

მინდა გამოვხატო აღფრთოვანება გიგი უგულავას გამბედაობით. მე მას ვესაუბრე ტელეფონით და მართლაც იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას. ივანიშვილი უკვე არის გამარცხებული. არ არსებობს არც ერთი მანიპულაცია, რომლითაც მან შეიძლება რომ გაიმარჯვოს და აქედან გამოძვრეს. მას პირველი დიდი მარცხი მოუვიდა როდესაც ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში და იყო ჩაგონება, რომ ახალგაზრდების საქმე არაა პოლიტიკა, ეს ბინძური საქმეა და პოლიტიკოსებს არ უნდა გაეკარო, ჩამოეშალა ხუხულასავით. შეიქმნა უამრავი ახალგაზრდული ჯგუფი, რომელიც ძალიან მაგრად იბრძვის.

მეორე დიდი მარცხი იყო როდესაც პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია გაერთიანდა და მას არ დარჩა არც ერთი პოლიტიკოსი. მეფე შიშველია.

მესამე დიდი მარცხი არის ის, რომ უკვე აღარავის აღარ ეშინია მისი დაჭერების, თავაწეული, როგორც გიგი, მიდის ხალხი და ყველა ხვდება, რომ ეს არის ამ ყვარყვარე თუთაბერის ბოლო დღეები, იმიტომ, რომ სულ მალე მატროსოვის გარდაიქმნება პოლიტპატიმრების მუზეუმად, როგორიც არის რობენის კუნძული სამხრეთ აფრიკაში. ”- ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების ფაქტს.

 

10 თებერვალს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიფიგურული სრიალი რიწის ტბაზე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახლაგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის გამოჯანმრთელებაში