მიხეილ სააკაშვილი: მეორე ტურში მონაწილეობის და ამით არჩევნების ლეგიტიმაციის აზრს ვერ ვხედავ

საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში რამე შეიცვლება, უნდა უაზრობაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქმიმართვაში“ აცხადებს.

„მეორე ტურის შესახებ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ თავის კანდიდატებს გაამარჯვებინებს და ეს ასეც იქნება. მე ვერ ვხედავ მეორე ტურში მონაწილეობის და ამით არჩევნების ლეგიტიმაციის აზრს“, – -განაცხადა სააკაშვილმა ,,ფეისბუქ” მიმართვისას, თუმცა აბობს, რომ ყველა კანდიდატმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე, კანდიდატები თავიანთ მხარდამჭერებს უნდა შეხვდნენ და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, ,,ოცნებამაც“ და ,,ნაციონალურმა მოძრაობამ “ ხმების დიდი პროცენტი მიიღეს.

„ერთმანეთის არჩევანს უნდა ვცეთ პატივი და ჩვენი მომხრეების ნაწილის მხრიდან ქართველი ხალხის დადანაშაულება არ არის სწორი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მეორე ტური იქნება უფრო რთული, ხელისუფლებს შეეცდება „რუსთავი 2“-ის მენჯმენტის სრულად შეცვლას.

“ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ასეთ სიტუაციაში გვჭირდება გადაჯგუფება, ჩვენ აუცილებლად მოვაშორებთ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

https://youtu.be/kbi5x-vVDIo

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: ქუთაისის გარკვეულ უბნებში არჩევნები გაყალბდა
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაია განცხადებას ავრცელებს