მიხეილ სააკაშვილი: მე წმინდა გიორგი მიმაგრებს ზურგს

ჩვენი გზა არის წმინდა გიორგის, თავისუფლების, საქართველოს გზა, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე მყოფ მხარდამჭერებს.

„ჩემო განსაკუთრებულო თანამემამულენო, რამდენიმე საათი გვაშორებს გამარჯვებამდე. გავიაროთ მშვიდობიანად ეს რამდენიმე საათიც, წყნარად გადაიბარეთ ხელისუფლება, შემდეგ გადავაბაროთ ხელისუფლება ახალ თაობას, რომლებიც უკვე დაიბადნენ თავისუფლებაში. მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს საუკეთესო მომავალს. წმინდა გიორგი, რომელიც მე მიმაგრებს ზურგს, წმინდა გიორგი, რომელიც დაგვყურებს ზემოდან. ჩვენი გზა აღარ არის ივანიშვილის გზა, ჩვენი გზა არის წმინდა გიორგის, თავისუფლების, საქართველოს გზა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ენმ–ძალა ერთობაშიას დღევანდელი აქცია ღიმილისმომგვრელია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ჩემი ფიქრები ფრანგ ხალხთანაა