მიხეილ სააკაშვილი: მე, ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას

ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და საპრეზიდენტო “არჩევნებში” ივანიშვილის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

“ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში, ჩემი პირადი ქონება პრაქტიკულად არ გაზრდილა, ჩემივე პრეზიდენტობის დროს, ხაზარაძის ქონება გაიზარდა მინიმუმ ხუთჯერ და ახლა ეს “კაცი” და სინამდვილეში უმადური…. მე მადანაშაულებს მის ბიზნესზე ზეწოლაში და ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ყველაფერს ართმევს და საკუთარ ჯიბეში მიაქვს. კარგი რა, სამართალიც კარგი საქონელია. მე, ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და საპრეზიდენტო “არჩევნებში” ივანიშვილის მხარდაჭერას”, – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“მთავრობის წევრების ნაწილმა ივანიშვილს ულტიმატუმი წაუყენა, ღარიბაშვილი თუ მოვა, ჩვენ წავალთო”
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: “შესაძლოა, “ოცნებამ” ვადამდელი არჩევნები დანიშნოს”