მიხეილ სააკაშვილი – მე დადებითად ვაფასებ ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას

საქართველოს პროდასავლური კურსი სრულად გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა ვარდების რევოლუციის შემდეგ და ამ კურსის ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო 2003-2012 წლის საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში სალომე ზურაბშვილის გამოსვლას დადებითად აფასებს.

„მე დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ევროპარლამენტში. თავიდანვე მომხრე ვიყავი მისი მოწვევის ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს. ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ მან ხაზი გაუსვა, რომ ქართულ სახელმწიფოს ადრე არჩეული ჰქონდა პროდასავლური კურსი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს კურსი სრულად გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ და ამ კურსის ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო 2003-2012 წლის საქართველო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზაზე მთავარი წარმატებები საქართველოს წინ აქვს, დიქტატურის დამარცხების შემდეგ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, როგორც ბლინკენმა განაცხადა, ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს”- პატელი
შემდეგი სტატიათიბისი და საქართველოს ბანკი ერთობლივად 5,000,000 ლარს გამოყოფს დაზარალებული მოქალაქეების, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად