მიხეილ სააკაშვილი – ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება რუსულ დაკვეთად მიმაჩნია…

მიხეილ სააკაშვილი გიორგი ლორთქიფანიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. მესამე პრეზიდენტი მიმართვას გორის ჰოსპიტალიდან ავრცელებს:

“გიორგი ლორთქიფანიძე არამხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. სწორედ მან აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში. ის არის უკრაინის პოლიციის და უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი. რაც მთავარია, მას აქვს არაერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია საქართველოშიც და უკრაინაშიც, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ.

მე ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც 9 წელიწადში არცერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება. პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის. პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
შემდეგი სტატიასაპატრიარქო დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვაზე განმარტებას აკეთებს