მიხეილ სააკაშვილი – ლაზიკას პორტის პროექტმა სასტარტო შეღავათების უმეტესობა დაკარგა

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ლაზიკას პორტის პროექტმა სასტარტო შეღავათების უმეტესობა დაკარგა, რადგან დროულად არ გაიხსნა.

ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე წერს.

“2012 წელს, რუს ოლიგარქ ივანიშვილის გამარჯვებამ საქართველოს არჩევნებში, სხვა ნეგატიურ შედეგებთან ერთად, გამოიწვია შავ ზღვაზე ლაზიკის პორტის მშენებლობის შეჩერება. მისი ექსპლუატაციაში შეყვანას 2013 წლის ბოლოსთვის ვაპირებდი.

ახლა, ეკონომიკის დაშლის გამო, მათ მოუწიათ ჩემ პროექტთან დაბრუნება, რომელსაც დასცინოდნენ და უმოწყალოდ აკრიტიკებდნენ.

სამწუხაროდ, ამ დიდი პროექტის სასტარტო შეღავათების უმეტესობა დაიკარგა. მისი გახსნა მინდოდა ავღანეთიდან ჯარებისა და ტექნიკის გაყვანის პიკზე, სამხედრო ტვირთების გადასაზიდად, რომელიც, ტრადიციულად, ყველაზე მომგებიანია და თავის დროზე, სინგაპურის პორტის სწრაფი განვითარება გამოიწვია.

საქართველოს “ლაზიკა” 2014-ში რომ ჰქონოდა, შეძლებდა ტვირთების ნაწილის წამოღებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამო დაიკარგა”, – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი რუხაძე გაჩეჩილაძისთვის ფულის სესხებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიაპროფკავშირები ქსანში გაფიცულ მუშებს მხარდაჭერას უცხადებენ