მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საზღვარგარეთ ესაჭიროება – დენისოვა

„მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საზღვარგარეთ ესაჭიროება“, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

დენისოვამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო მკურნალობა გაუწიონ.

„მიხეილის მკურნალობის გაჭიანურებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ინვალიდობა, მომავალში სიკვდილიც კი. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიოს სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლი, რომლის მიხედვითაც ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე 10 ოკუპანტის ვინაობა ცნობილია (ფოტოები)