მიხეილ სააკაშვილი – კორუფციის დასამარცხებლად აუცილებელია, ქვეყნის პირველი პირები არ აკეთებდნენ ფულს, თუ გნებავთ, ამას დაარქვით „კორუფციასთან ბრძოლის სააკაშვილის ფორმულა“

კორუფციის დასამარცხებლად აუცილებელია, ქვეყნის პირველი პირები არ აკეთებდნენ ფულს. თუ გნებავთ, ამას დაარქვით „კორუფციასთან ბრძოლის სააკაშვილის ფორმულა“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, „სწორედ ამის გამო დაამარცხა თავის დროზე კორუფცია“.

„პირველ რიგში, სწორედ ამის გამო დავამარცხე თავის დროზე კორუფცია, ხოლო როდესაც პირველი პირების უმთავრესი მიზანი ფულის ქაფვაა, მაშინ ყველანაირი კორუფციული დაჭერები მხოლოდ ამ პირველ პირებზე კორუფციული ნაკადების გადმოქაჩვას ემსახურება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიISFED: საზღვარგარეთ ხმის მიცემის გაუქმება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს დააზიანებს
შემდეგი სტატიამარტა კოსი – ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ მათი არსებობა არ დავაზიანოთ