მიხეილ სააკაშვილი: კიევში “რუსთავი 2”–ის ჟურნალისტი და მისი ორი მეგობარი გაიტაცეს

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პარტია “ “Рух нових сил»-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევში სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა სახლიდან მოიტაცეს ქართველი ჟურნალისტი თამაზ შაშვიაშვილი და მისი ორი მეგობარი.

https://www.youtube.com/watch?v=b430H0Rl0BI&feature=youtu.be

ამის შესახებ მან დაწერა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.
სააკაშვილის თქმით, შაშვიაშვილი :რუსთავი 2”–ის ჟურნალისტია. “მათ თავზე ტომრები ჩამოაცვეს, ხელბორკილები დაადეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. თამაზი მთელი ცხოვრება ჟურნალისტი იყო და სხვას არაფერს საქმიანობდა გარდა იმისა, რომ აგროვებდა და საჯაროდ ავრცელებდა ინფორმაციას”,– წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=fmNLtMij-do&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან დაკავებული ცოლ-ქმარი თავისუფალია
შემდეგი სტატიააშშ $350 მლნ. ღირებულების შეიარაღებას და ტექნიკას გადასცემს უკრაინას