მიხეილ სააკაშვილი – კიევში 19 სექტემბერს, ქალაქის მფარველის, მიხეილ მთავარანგელოზის დღეს გავემგზავრები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 სექტემბერს კიევში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ჩერნივცში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის ქალაქებში ტურნე ჩერნივციდან დაიწყო.

„მე კიდევ რამდენიმე ქალაქს მოვივლი, შემდეგ კი კიევში გავემგზავრებით. 19 სექტემბერი – ეს დღე, როგორც მსმენია, მიხეილ მთავარანგელოზის დღეა, კიევის მფარველის. სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ კიევი!“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, კიევში უკრაინის წინსვლა დაიწყება.

„ჩვენ კიევში გადავაადგილდებით და იქ ვიქნებით. ეს იქნება დასაწყისი. რამდენიმე კვირაში ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით. შემდეგ კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე: გაიხსნება გზა. ეს იქნება უკრაინისთვის წინსვლის გზა“, – დასძინა მან.

banner
წინა სტატიაშიკონგრესმენი: საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა წარმატებულია
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი – ეს არის კონსენსუსის მიღწევის ბოლო შესაძლებლობა, ბოლო მცდელობა