მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს მოუწოდებს, გამარჯვების გარეშე არ დაიშალონ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს მოუწოდებს, „გამარჯვების გარეშე არ დაიშალონ“.

პარტია “Рух нових сил”- ის ლიდერმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომიტინგე აქტივისტებთან ერთად დარჩება უმაღლესი რადას შენობასთან.
“მე ვფიქრობ, კარგი იდეა, რომ ყველანი აქ დავრჩეთ მანამ, სანამ ისინი არ მიიღებენ იმას, რასაც მოვითხოვთ…მე დავრჩები თქვენთან ერთად. ჩვენი რაოდენობა სულ უფრო და უფრო გაიზრდება, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით”,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა 17 ოქტომბერს უმაღლესი რადას შენობასთან იმპროვიზირებილ სცენაზე გამოსვლისას.
მან მოუწოდა ყველას, ვინც გულგრილი არაა მიმდინარე საპროტესტო აქციისადმი, შემოუერთდეს მას.
შეგახსენებთ, 17 ოქტომებრს კიევში, უკრაინის პარლამენტის შენობასთან, 4 ათასი ადამიანი შეიკრიბა პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით.
მიტინგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლებმა: “Рух нових сил”, “Батькивщина”, “Самопомич”, ანატოლი
“გრიცენკოს სამოქალაქო პოზიცია”, “5.10”, “დემოკრატიული ალიანსი” და სხვ.
მომიტინგეები მოითხოვდნენ სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას.

banner
წინა სტატიაში20 კარავი კიევის ცენტრში
შემდეგი სტატიაზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობა- სახალხო დამცველის ანგარიში