მიხეილ სააკაშვილი ხვალ ან ზეგ დატოვებს ლვოვს

ტელეკომპანია ТСН -თან საუბარში მან განაცხადა, რომ ხვალ ან ზეგ ის დატოვებს ლვოვს და გაემგზავრება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში. ტურნეს დაიწყებს ივანო-ფრანკონვსკიდან და ჩერნოვციდან, სადაც სააკაშვილის განცხადებით, მას მომხრეთა ძლიერი ბირთვი ჰყავს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოცხადდება სასამართლოში, თუმცა ადვოკატთან ერთად იგი ამზადებს სარჩელს უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წინააღმდეგ.
უკრაინის ტურნეში მიხეილ სააკაშვილს შეუერთდება მისი მეუღლეც.

banner
წინა სტატიაშიფოტოგრაფმა სასამართლო დავა მოუგო ცხოველთა დამცველებს
შემდეგი სტატიააშშ მოითხოვს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას