მიხეილ სააკაშვილი: ხანდახან მგონია, რომ ნამდვილი პოროშენკო მოიპარეს

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

პოროშენკოს ან არ სურს შეამჩნიოს ის, რაც მის ირგვლივ ხდება ან მან საერთოდ დაკარგა მხედველობა. ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ტელეკომპანია “NewsOne”-ის ეთერში.
“ჩვენ ისე შევეჩვიეთ მის (პოროშენკო -რედ.) ამგვარ განცხადებებს, რომ ისინი ნორმად გვეჩვენება. ხანდახან მგონია, რომ ნამდვილი პოროშენკო მოიპარეს… პიროშენკო, რომელიც ბულდოზერზე იდგა…პოროშენკო, რომელიც თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს ქადაგებდა…მასში იანუკოვიჩი, ზახარჩენკო ან კიდევ ვიღაც პუტინის მინიონია ჩასახული პოროშენკოს ნიღბით”, – თქვა სააკაშვილმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ პოროშენკოს დღევანდელი განცხადება წარმოადგენს შეშინებული ადამიანის არაადეკვატურ რეაქციას, “პუტინის კლასიკურ ლექსიკონს”.
20 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეაქო სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებმაც “მისი ბრძანების საფუძველზე, უმაღლესი რადას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უზრუნველყვეს საპროტესტი აქციის მშვიდობიანი ფორმა. მას, ასევე, განაცხადა, რომ მომიტინგეთა რეალურ გეგმას წარმოადგენს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბარძიმაძე ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ცემაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაარეულობა სენაკის ,,ქართულ ოცნებაში,, (ვიდეო)