მიხეილ სააკაშვილი: ” ხალხს ისღა დარჩება, რომ პოროშენკოს გადადგომა მოითხოვოს” (video)

თუ საზოგადოების აქტივისტების მოთხოვნა ახალი საარჩევნო კანონის თაობაზე არ შესრულდება, მაშინ მათ ისღა დარჩენიათ, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადადგომა მოითხოვონ. ამის შესახებ “ფეისბუიკის” საკუთარ გვერდზე დაწერა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, “Рух нових сил”-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.
“კარგი იქნება თუ 17 ოქტომბერს პრეზიდენტი და უმაღლესი რადა მიიღებენ საზოგადოებრივი აქტივისტების მოთხოვნას ახალი საარჩევნო კანონის შესახებ , რაც გაწმენდს უკრაინულ პოლიტიკას… და თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ხალხს ისღა დარჩება, რომ პოროშენკოს გადადგომა მოითხოვოს”, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს ჟურნალისტმა აიდერ მუჟდაბაევმა განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების აგენტები თვალს ადევნებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც მოკვლა ემუქრება, შესაძლოა 17 ოქტომბერს. ინფორმაციას ავრცელებს პორტალი”Гордон”.

https://youtu.be/fIt4yWJBmho

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
შემდეგი სტატიატრამპი მედიას დაემუქრა