3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს იმაზე მეტად ეშინია ჩემი, ვიდრე პუტინს ეშინოდა ნავალნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დასავლელი ექსპერტების ცნობას, იმის შესახებ რომ რუსეთში ოპოზიციონერი ლიდერი ნავალნი ციხეში იშვიათი საწამლავით მოწამლეს.

დასავლელმა ექსპერტებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს იშვიათი, სამხრეთ ამერიკული საწამლავით, რომლის გამოყენება მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეეძლო.

ნავალნის პუტინი ყოველთვის “რუსეთის სააკაშვილს” ეძახოდა, ხოლო თვითონ ალექსეი ნავალნიმ ციხიდან მოწამვლამდე ცოტა ხნით ადრე მოუწოდა ოლიგარქის მთავრობას შეეწყვიტა ჩემდამი არასათანადო მოპყრობა. ნავალნი მოკლეს, რათა პატიმართა გაცვლაში არ მოყოლილიყო.

ივანიშვილს იმაზე მეტად ეშინია ჩემი, ვიდრე პუტინს ეშინოდა ნავალნის, ამიტომ მე ყველაფრისთვის მზად ვარ. სხვათა შორის ჩემი პირველი მოწამვლაც დასავლელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს. როდის იქნება მეორე, მხოლოდ ჯაყომ და მისმა რუსმა პატრონებმა იციან”,_ წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებები გაასაჩივროს