საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისობას, გვირილობის დღესასწაულს ეხმაურება.
“დღეს არის ქუთათურობა, გილოცავთ!
ქუთაისი ჩემი წინაპრების ქალაქია, ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი იყო დამიანე სააკაშვილი. ჩემი გამზრდელი დიდი ბებია და დიდი ბაბუა, თამარ აბაშიძემ და ნიკოლოზ წერეთელმა ახალგაზრდობა ქუთაისში გაატარეს, მათ გადმომცეს ქუთაისის სიყვარული.
როცა ხელისუფლება ჩავიბარე ქუთაისი სისხლისგან იცლებოდა (მოსახლეობა გადიოდა) ყველაფერს აკონტროლებდა კრიმინალი. მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო ფიცი დავდე გელათში, მე მოვკიდე ხელი ქუთაისის აღორძინებას, ქუთაისში დაბრუნდა იმედი და განვითარება.
ივანიშვილს ეზიზღება ქუთაისი, მან წაართვა ქუთაისს ყველანაირი პერსპექტივა. მოკლა პარლამენტი, შეაჩერეს ჩვენი თბილისი-ქუთაისის სწრაფი მატარებლის პროექტი, რომელსაც გარდა ქუთაისის ცენტრისა, ქუთაისი აეროპორტთან უნდა მისულიყო.
ქუთაისი უნდა გამხდარიყო გზაგასაყარი. ჩვენ ვაშენებდით სვანეთში ძალიან დიდ სათხილამურო კურორტს, რომელსაც ქუთაისი დაუკავშირდებოდა პირდაპირი გზით და გვირაბით. წყალტუბოში 2 წელიც რომ დაგვცლოდა, ვაშენებდით ახალ მარაკეშს, რაც იქნებოდა ქუთაისის გაგრძელება. ასევე პირდაპირი ავტობანით ქუთაისი უნდა დაკავშირებულიყო ლაზიკის პორტს ანაკლიაში. თავად ქუთაისში იგეგმებოდა ძირითადი სამინისტროების გადატანა. ყველაფერი ეს მოკლა ბოროტმა ჭორვილელმა.
პრაქტიკულად, რაც წარმოშობით ქუთაისელ სოფო ნიჟარაძის კლიპშია გადაღებული იმის შემდეგ ქუთაისს არაფერი დამატებია და პირიქით ბევრი დააკლდა. ქუთაისში ჩადგმული ოლიგარქის საცოდაობა “უნივერსიტეტის” სახით სადაც უცხოპლანეტელებთან საუბარს ასწავლიან, საყოველთაოდ დასაცინია.
ბაგრატის აღდგენაზე დიდი წინააღმდეგობა შემხვდა და მაინც აღვადგინე ეს რუსეთის არტილერიის მიერ დანგრეული ტაძარი. კიდევ უფრო დოდო წინააღმდეგობა იყო პარლამენტის და სხვა სამთავრობო უწყებების ქუთაისში გადატანაზე. თბილისს ამით არაფერი აკლდებოდა და ქუთაისს კიდევ ფუნქცია ეძლეოდა. დღეს გელათი, სადაც საპრეზიდენტო ფიცი დავდე განადგურებულია, ხოლო პარლამენტის ტერიტორია საძოვრადაა გადაქცეული.
მე რომ არ მომესწრო სულ ბოლოს აეროპორტის გახსნა წკიპზე, ქოცები ამასაც დაუხრავდნენ და დააკონსერვებდნენ, როგორც ქნეს თბილისის შემოვლით გზაზე და რიყის თეატრზე. ამიტომ ეგ მაინც დამრჩა საამაყოდ რომ ლონდონის და მილანის აეროპორტებში ტაბლოზე წერია “Kutaisi” და ქუთაისის აეროპორტი აღარ არის მხოლოდ კანონიერი ქურდების მიერ რუსეთში მწვანილის გასაზიდი პუნქტი, არამედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჰაბია. თუმცა ჩვენ ვგეგმავდით ამ აეროპორტისთვის ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო ფუნქციის მინიჭებასაც, რაც გააჩენდა ათასობით სამუშაო ადგილ, განსაკუთრებით დუბაის და დოჰას დღევანდელი მდგომარეობის გამო.
არა უშავს, ამ პროექტსაც ავაღორძინებთ, სწრაფი რკინიგზითაც 1,5 საათში ჩავალთ თბილისში და 1 საათში ბათუმში, მოსახლეობასაც დავაბრუნებთ დიქტატორის მოშორების შემდეგ”,_ წერს მიხეილ სააკაშვილი.















