“რუსეთის მითითებით და ივანიშვილის დაფინანსებით გაკეთებული, ჩემდამი მიძღვნილი გვერდის, “მიხეილ უკრაინოლოგის” უფროსი, გიორგი უძილაური, ბატონმა “ჯაშუშობისთვის” დაიჭირა.
ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა, ეგრევე ივანიშვილს შეეკრა”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ინფორმაციისთვის, გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას.
















