მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა

საქართველოს მაოხრებელმა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა – ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვა.

ქუთაისში პარლამენტის გადატანა, ეს იყო საშვილიშვილო საქმე საქართველოსთვის. ის აძლიერებს დასავლეთ საქართველოს, და საქართველო უნდა იყოს ძლიერი როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში, ეს არის მიმართული აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ და აფხაზეთის დაბრუნებას ემსახურება სტრატეგიულად… ეფუძნებოდა ლაზიკის პორტის განვითარების სტრატეგიას, ეფუძნებოდა ქუთაისის და გარშემო იმერეთის, სამეგრელოს და ზოგადად დასავლეთ საქართველოს სწრაფ განვითარებას, სვანეთის სწრაფი განვითარების ჩემეულ ხედვას და სტრატეგიას.

ივანიშვილს უნდა, ეს ყველაფერი გააჩეროს და მოსპოს, იმიტომ, რომ მისი ამოცანაა სუსტი, გავერანებული საქართველო.

დამაქცევარი ივანიშვილი და მისი მოღალატე ჯგრო აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვას გეგმავს – ეკონომიკის სამინისტრო პრივატიზაციის საკითხებზე უკვე მუშაობს

 

 

banner
წინა სტატიაშიირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიისთვის სინჯებს დღეს აუღებენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ჩვენი საბოლოო და არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანიც ქვეყნის გაერთიანება იყო, ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა ტრაგიკული მსხვერპლით, ომითა და უბედურებით