33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა ჩათვალა, რომ უკრაინის ომის ხმაურის საფარქვეშ ჩემი მოშორება ადვილი იყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკრაინაში დაწყებული ომი მისი „მოშორების“ საუკეთესო ფონად მიიჩნია, რის შემდეგაც რუსთავის ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმეს. სააკაშვილის თქმით, ციხის ადმინისტრაცია და კლინიკა „ვივამედი“ კატეგორიულ უარს ამბობდნენ მძიმე მეტალებზე ტესტის აღებაზე, რაც მოგვიანებით საერთაშორისო ექსპერტებმა დაადასტურეს.

მიხეილ სააკაშვილი წერილში მკვეთრად აკრიტიკებს კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობას და მოწამვლის სიმპტომებს იხსენებს:

„სიცხე ამივიდა 41-ზე, დამეწყო ღებინება, კრუნჩხვები, საშინელი ტკივილი, მთელ ტანზე გამომატარა. წონის თითქმის 40% დავკარგე, ვეღარ დავდიოდი, დამეწყო მეხსიერების კატასტროფული ჩავარდნები. ციხეშიც და „ვივამედშიც“ კატეგორიულ უარს მეუბნებოდნენ მძიმე მეტალებზე ტესტის აღებაზე. არადა სწორედ ამაზე მიიტანა თავიდანვე ეჭვი ნიკა ყიფშიძემ. „ვივამედის“ ხელმძღვანელობა მუდმივად იტყუებოდა ჩემს მდგომარეობაზე, ამცირებდა საფრთხეებს, აწარმოებდნენ სიმპტომურ მკურნალობას პლაზმის გადასხმითა და ტკივილგამაყუჩებლებით”.

სააკაშვილი დასძენს, რომ მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად დაშვებულმა ამერიკელმა და ევროპელმა მედიკოსებმა დაადასტურეს მოწამვლის ფაქტი, რამაც მას ქრონიკული ნეიროპათია და სახსრების ანთება დაუტოვა.

banner
წინა სტატიაში“მითხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადავყავდი, მათრიეს ასფალტზე და მირტყეს”- სააკაშვილი გლდანის ციხეს იხსენებს
შემდეგი სტატიაზაქრო გვიშიანი დიუშენის მედიკამენტებზე – საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული