საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიზანმიმართულ დასუსტებაში ადანაშაულებს. სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა რუსული აგრესიის წინაშე დაუცველი დარჩენილიყო.
სააკაშვილის მტკიცებით, მმართველმა გუნდმა არმიაში და მოსახლეობაში საბრძოლო სულისკვეთება დააზიანა და უსაფრთხოების სისტემები მოშალა.
„ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა ამის მოსამზადებლად, ბოლომდე დაასუსტა არმია, მოკლა საბრძოლო სულისკვეთება არა მხოლოდ ჯარში, არამედ მოსახლეობის დიდ ნაწილში. განასაიდუმლოა რუსებისთვის წინააღმდეგობისთვის მომზადებული სამარხები და გამოაცხადა ისინი ნაცების მიერ კომპრომატის და იარაღის შენახვის ადგილად. გააუქმა თბილისის დაცვის ზოლი, როგორც მცხეთიდან, ასევე სომხეთის მიმართულებიდან“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში მოსკოვს საერთოდ არ გაახსენდება, თუ „რა ფიანდაზს უგებდა ივანიშვილი“ და სომხეთში მოვლენების ესკალაციის შემთხვევაში, კრემლი საქართველოს სრულ მორჩილებას შეეცდება.
















