27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის შეტევა დანიაზე ამერიკელი ლობისტების რჩევით ხდება, მიზანი ტრამპთან “ვაჭრობაა”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის თავდასხმები პარტნიორ ქვეყნებზე წინასწარ დაგეგმილი სტრატეგიის ნაწილია.

სააკაშვილის განცხადებით, დანიის კრიტიკა პირდაპირ კავშირშია თეთრ სახლში არსებულ ახალ რეალობასთან:

“ივანიშვილის შეტევა დანიაზე არაა სპონტანური. ეს მისი ამერიკელი ლობისტების რჩევით ხდება და მისი მიზანია, ტრამპის ადმინისტრაციისთვის იმ გზავნილის გაგზავნა, რომ საქართველო მზადაა იყოს ახალი უნგრეთი, ოღონდ ივანიშვილს ავიწყდება, რომ ტრამპი ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპოზიციის ციხეში გამოკეტვას.

დანია იმიტომ არის შერჩეული, რომ ტრამპს ამ ქვეყანასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს გრენლანდიის საკითხის გამო. ოღონდ საქართველო არაა და ვერ გახდება უნგრეთი, სანამ ევროკავშირში არ შევა და ივანიშვილის პირობებში ევროკავშირი ჩვენთვის ჩაკეტილია”,_ წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანიდან ნასროლი ორი საეჭვო საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს
შემდეგი სტატია“რობოტაქსები” წყალდიდობაში იჭედებიან – Waymo-მ აშშ-ის 5 ქალაქში თვითმართვადი მანქანების სერვისი შეაჩერა