მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი პუტინის ხელის ბიჭია, მას ჩემი საქართველოში ჩასვლის პანიკურად ეშინია

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2016 12:59

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი პუტინის ხელის ბიჭია, მას ჩემი საქართველოში ჩასვლის პანიკურად ეშინია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და მის პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას და არჩევნების შედეგების დაცვას გეგმავს.

ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბერს “ქართული ოცნება” წააგებს.

„იძახიან, რომ სამეგრელოში და აჭარაში ნაციონალები მოიგებენ. ეგრე არ არის, როგორც კი მთავრობა აღიარებს, რომ ერთ-ერთ რეგიონში არჩევნები წაგებული აქვთ, ესე იგი ყველაფერი წაგებული აქვთ. გურიაშიც ძალიან მაგარი სიტუაციაა. გურიაში არანაკლები სიტუაციაა, ვიდრე სამეგრელოში. სამტრედიაში პრაქტიკულად პირველი ტურში 50%-ზე მეტს მივიღებთ. ქუთაისს ძაან მყარად ვიგებთ. ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და ნამდვილად ვაპირებ არჩევნების შედეგების დაცვას იმიტომ, რომ ძალიან მარტივია. რატომ არის, რომ ივანიშვილი დღე და ღამე იძახის, სააკაშვილი თუ ჩამოვა, დავიჭერთ, სააკაშვილს ასეთ საკანში ჩავსვამ, ისეთ საკანში ჩავსვამ, შუქს გამოურთავ ჩავურთავო. იმიტომ, რომ პანიკურად ეშინია ჩემი ჩასვლის. აუცილებლად უნდა გავუკეთო ის, რისიც მას პანიკურად ეშინია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი “პუტინის ხელის ბიჭია”

„თუ დააკვირდით, ერთხელ არ დაელაპარაკა მას პუტინი. რატომ უნდა დაელაპარაკოს? პუტინისთვის ის არის ხელის ბიჭი. მიუგდო თავის ფული და უთხრა, აჰა, ჩამომაშორე სააკაშვილიო. სულ არ თვლის, რომ ეს სერიოზულად უნდა მიიღოს რამეში. ბევრად დიდ პატივს გვცემდა ჩვენ, როგორც მტრებს, ვიდრე ამ ხელის ბიჭებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2016 12:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics