მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილი ამბობდა, დენდრო-პარკი იმისთვის მინდა, ხალხმა ნახოსო და ხალხს სათოფეზე რომ არ აკარებენ იქ, ამაზე კითხვას რატომ არ სვამთ?

ბიძინა ივანიშვილი რომ ამბობდა, დენდრო-პარკი იმისთვის მინდა, რომ ხალხმა ნახოსო. ხალხს, რომ სათოფეზე არ აკარებენ იქ, ამაზე კითხვას რატომ არ სვამთ? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში განაცხადა. როგორც სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ხალხს მეხსიერება საერთოდ არ აქვს.

„მთელ საქართველოში ხეები რომ გადათხარა და ე.წ. დენდრო-პარკში გადარგო, გახსოვთ რას ამბობდა? იმისთვის მინდა, რომ ხალხი შემოვიდეს და ხალხმა ნახოსო. ხალხს რომ სათოფეზე არ აკარებენ იქ, ამაზე კითხვას რატომ არ სვამთ? ივანიშვილი თვლის, რომ საერთოდ არ გაქვთ მეხსიერება.

იმ ხალხს მინდა ვუთხრა, რომელიც ამბობს ივანიშვილი და სააკაშვილი ერთიაო. ჩემი მთელი კონცეფცია იყო იმაზე, რომ ქართველებისთვის სიძლიერის, დამოუკიდებლობის და ფეხზე მყარად დგომის განცდა მიგვეცა. ივანიშვილის მთელი კონცეფციაა დამცირება, შევიწროვება, დაჩაგვრა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილარი კვლავ რეკორდულად გაუფასურდა – ახალი კურსი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა