საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საპატიო პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება.
“გარდაიცვალა უკრაინის პატრიარქი ფილარეტი. სიმბოლურია, რომ ის იყო ილია მეორეს მასწავლებელი ზაგორსკის სემინარიაში.
სწორედ მან გამოიყვანა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რუსული საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან და დამოუკიდებლობა მოუპოვა, რაც დასრულდა ავტოკეფალიის მიღებით.
ფილარეტი ერთადერთი იყო საბჭოთა დროის საეკლესიო იერარქთა შორის ვინც საჯაროდ აღიარა, რომ როგორც მიტროპოლიტი თანამშრომლობდა КГБ-სთან და ითხოვს პატიებას. მე მის წირვებზე ბევრჯერ ვარ ნამყოფი, 1995 წლიდან მოყოლებული კიევში. შემდეგ დავმეგობრდით, ბევრჯერ ვარ შეხვედრილი.
2013 წელს ჩემი გაეროში გამოსვლის შემდეგ ფილარეტმა დამირეკა, მადლობა მითხრა და დეტალურად განვიხილეთ გამოსვლის თეზისები. 2014 წელს რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ ფილარეტი ძალიან უჭერდა მხარს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება გამოიჩინა ქართველი მებრძოლების მიმართ.
ეს იყო ღრმად განსწავლული კაცი და დიდი საეკლესიო და საერო უკრაინელი მოღვაწე. ილია მეორესთან და ფილარეტთან ერთად დიდი ეპოქა წავიდა”,_ წერს სააკაშვილი.















