მიხეილ სააკაშვილი: იყო დრო, როცა საქართველო ქმნიდა მსოფლიო ისტორიას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის მაგალითად საქართველოს 2012 წლის მაგალითი მოიყვანა.

“მთავარ აქცენტებში” საუბრისას მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თავის დროზე, საქართველოს დემოკრატიის შუქურა უწოდა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, ახლა კი სენატორმა შაჰინმა პრაქტიკულად იგივე გაიმეორა.

იყო დრო, როცა საქართველო ქმნიდა მსოფლიო ისტორიას. ეს იყო დრო იმ 9 წელიწადში, რომელსაც ეს უდღეურები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ 9 წელი, სისხლიან 9 წელს ეძახიან…ჩვენ ვქმნიდით მსოფლიო ისტორიას, ამერიკის პრეზიდენტი გვეძახოდა დემოკრატიის შუქურას, ახლა იგივე გაიმეორა სენატორმა შაჰინმა. ჩვენ არ ვიყავთ პატარა სოფელი და ჩვენ ისევ აღარ ვიქნებით პატარა სოფელი – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, კონგრესის სხდომაზე, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაეთვალათ, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს შესახებ ისაუბრა. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ 2012 წელს საქართველოს მაშნდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “მილიარდერ ოლიგარქს” ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: რას ნიშნავს პოლიტიკაში შემოვარდნილი ოლიგარქიული მხეცი გუშინ კაპიტოლიუმთან იხილა მთელმა სამყარომ
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს