მიხეილ სააკაშვილი – იძახიან, ფარულ ჩანაწერებს სააკაშვილი შანტაჟისთვის იყენებდაო, უკაცრავად, რატომ ვერავინ დავაშანტაჟე

“ჩვენ დროს – 2004-5 წელს რუსეთთან რომ დაიძაბა სიტუაცია, მოვიდნენ და მახარეს კონტრდაზვერვიდან, რომ ჩვენი ბიჭი მივუგზავნეთ რუსეთის ჯაშუშ ქალს, საელჩოს საფარქვეშ მოქმედი, მოაგვარა იმ ქალთან ურთიერთობა, ყველაფერი და ვიდეო გადაუღო გახარებულმა, ახლა მივაშანტაჟებთ და ჯაშუშს დავავერბოვკებთო. მე ვუთხარი, ეს ვიდეო წაშალეთ და არ გავიგო როდესმე, რომ მტრის წინააღმდეგაც კი იყენებდეთ პირად ვიდეოს-მეთქი. ეს იყო ჩემი პასუხი მტერზე გადაღებულ ვიდეოზე. ჩვენ დროს ეს ვიდეო არასოდეს არსად არ გამოსულა. ხომ იცით, როგორც კი ეს სადმე გამოვიდოდა, იმ ხალხს ძალიან ცუდად წაუვიდოდა საქმე. რომ იძახიან, სააკაშვილი იყენებდა შანტაჟისთვისო, უკაცრავად, თუ შანტაჟისთვის ვიყენებდი, რატომ ვერ დავაშანტაჟე?! მხოლოდ გვებრძოდნენ, მხოლოდ გამოდიოდნენ და დაგვამხეს, სად არის აბა შანტაჟი? ივანიშვილმა გამოიყენა, იღებს და ავრცელებს, რადგან ასეთია ოლიგარქის წესი. ასლან აბაშიძე იღებდა და ავრცელებდა”- ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ჰანოვერში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვალერი რობაქიძემ სააკაშვილს განუცხადა, რომ საქართველო იმიტომ დატოვა, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩაუდეს სოციალურ ქსელში.

ვალერი რობაქიძემ აღნიშნა, რომ ბაღდათიდან არის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. „18 თებერვალს ჩამოვედი და ჩავბარდი. მე თქვენს მიერ ვარ დაჯილდოებული ვახტანგ გორგასლის ორდენით, „სუ 25“ გავანადგურე 2008 წელს. 7 თებერვალს ჩემი „ფეისბუქის“ გვერდზე ბესელიას კადრები გავრცელდა. ამის გამო ადამიანები დაიჭირეს და მეც ამიტომ დავტოვე საქართველო“, – განაცხადა ვალერი რობაქიძემ.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ხალხს, ვისაც რუსეთის თვითმფრინავები აქვთ ჩამოგდებული, ყველგან ძეგლებს უდგამენ.

„არ მინდა, ბესელიას ვუწოდო, რა არის და მის გამო საქართველოს გმირს სვამენ ციხეში. ავოიე, მართლა. კიდევ ოთხი მებრძოლი არის დაჭერილი. საუბარია იმაზე, რომ შეუგდეს კადრები. ამბობენ, სააკაშვილის დროს გადაიღესო. კარგი, ვთქვათ ვიღაცას ჩვენ დროს წაუცდა ხელი – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ხუთ წელიწადში საცობების მოსაგვარებლად მფრინავი მანქანები გამოჩნდება და ჩვენ ეს ჩაჩაჩული ქალი უნდა ვინახოთ შვიდი წელი პრეზიდენტად?
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ამ სცენარისთვისაც მზად ვარ! თუ ამას მოყვება საქართველოს გამოფხიზლება