მიხეილ სააკაშვილი – გლოვისა და თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის, ბრძოლის უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დროა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან გამომდინარე გლოვისა და თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის.

მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და მოუწოდებს, დღეს, 18:00 საათზე ფილარმონიაში შეიკრიბონ.

„მინდა, ხალხს ვუთხრა, ახლა გლოვისა და თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის. ახლა არის ორგანიზების, ბრძოლის გაგრძელებისა და უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო. ჩვენ სამშობლოს ვკარგავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არა მხოლოდ ხელების ჩამოშვების დრო არ არის, არამედ გადამწყვეტი პერიოდი დგება. გაერთიანებული ოპოზიცია იმსჯელებს, ჯერ ჯერობით, „სკაიპით“ მეც შემოგიერთდებით, ერთად მოვიფიქროთ, სად მივდივართ შემდეგ ეტაპზე“ , – დასძინა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ნიკა გვარამიამ ერთხელ სამშობლოს ღალატზე წამიყენა ოფიციალურად ბრალი, ახლა უკვე „ნაცმოძრაობის“ ღალატიც ჩამიდენია”
შემდეგი სტატიაგლოვისა და თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის, ბრძოლის გაგრძელებისა და უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დროა