მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების ესკორტი ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ამ წუთებში შევიდა.

გორის ჰოსპიტალთან იმყოფება მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია. ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ნიკა გვარამია და დიტო საძაგლიშვილი. ადგილზე იმყოფება პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც.

წინა სტატიაშისააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკვე გამოიყვანეს
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოსგან სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი მიიღეს