მიხეილ სააკაშვილი გია ხარჩილავას წლიური ანგარიშის ჩაბარების ფაქტს ეხმაურება

“ჩემი დავალებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები საქართველოს რეგიონებში ჩვენი პარტიის რაიონულ და რეგიონულ ლიდერებს ხვდებიან, სრულიად საქართველოს ულოცავენ კანდიდატის სტატუსის მიღებასა და “ქართული ოცნების” დამარცხებას.
ჩვენი პარტია სრული ძალებით ემზადება 2024 წლის არჩევნებში ხალხთან ერთად გამარჯვებისთვის, რათა დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
ჩვენი ეროვნული ამოცანაა ევროკავშირში გაწევრიანება, რაც ნიშნავს მშვიდობას, კეთილდღეობასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
მისასალმებელია ანგარიშვალდებულების ის ახალი თამასა, რომელიც წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ, მის მიერ წლიური ანგარიშის ჩაბარებისას დააწესა”,- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიასმარტ ტელევიზორი: საუკეთესო საახალწლო საჩუქარი თქვენი ოჯახისთვის