15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: ღარიბაშვილი ივანიშვილს ეხვეწება, არ მომკლაო, ლილუაშვილიც შეშინებულია

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც თანაპატიმარ პოლიტიკოსებსა და ციხის ყოველდღიურობაზე საუბრობს.

სააკაშვილი წერილში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ეხება.

„”პრემიერ-მინისტრი”, იგივე “საფრანგეთის აგენტი”, ტრიტრი ანტუან ღარიბაშვილი ივანიშვილს ეხვეწება საკნიდან, არ მომკლაო. მასთან ოჯახის წევრებს არ უშვებენ. საშინლად ნანობს, რომ ლონდა თოლორაიას სამსახური გააუქმა თავის დროზე და ოცნებობს, რომ სახალხო დამცველი ისევ ნინო ლომჯარია იყოს… ლილუაშვილიც შეშინებულია, ვინაიდან ზუსტად იცის, თუ როგორ ხდება ციხის ამ კორპუსში საკვებში მძიმე მეტალების საწამლავის შერევა“, — წერს სააკაშვილი.

ამასთან, იგი ყოფილ მინისტრზე, პაატა ბურჭულაძეზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ბურჭულაძე მას „გენიოსად“ მოიხსენიებს.

ექსპრეზიდენტის თქმით, ნიკანორ მელია დერეფანში ჩავლაზე მას საკნიდან შეურაცხყოფას აყენებს, რაზეც ბადრაგებიც კი ბრაზდებიან.

პარალელურად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საკუთარ თავს „პოლიტინფორმატორის“ ფუნქცია შეუთავსა:

„ყოველ მეორე საღამოს ეზოში შეკრებილ ბადრაგებს და მეზობელი კორპუსის პატიმრებს საკნის სარკმლიდან, სკამზე ამძვრალი, ლექციას ვუკითხავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ისინიც დიდი ყურადღებით მისმენენ“, — აღნიშნავს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ გურჯაანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი გამოკითხვის შემდეგ: არ უნდა ვყოფილიყავი ამ პროცესის მონაწილე, გამომძიებლებს დრო დავაკარგვინეთ