8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

“ელისო კილაძე წინააღმდეგობრივი პიროვნებაა, მაგრამ არცერთი წამით არ მეპარება ეჭვი მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივში!

ესაა მორიგი რეპრესირებული ჟურნალისტი, ეტყობა დიქტატურის მსახურებს რაღაცაში შეუშალა ხელი, თან ახლა ფარცხალაძეს აბამენ ყველას, სტალინის დროს ტროცკის რომ აბამდნენ ეგ ამბავია.
რაც შეეხება სხვა “საქმეებს” ეს არის ივანიშვილის მიერ ქუჩაზე კონტროლის მოპოვების ინსტრუმენტი.
რაც შეეხება ბუსა ჟვანიას წინააღმდეგ 5 წლის დაგვიანებით აღძრულ საქმეს, ამასაც კონკრეტული მიზანი აქვს. ზურას შვილი სამწუხაროდ მართლა მოკრიმინალო ელემენტია, მაგრამ ყველაფერი რაც ივანიშვილის დროს ჟვანიას სახელის გარშემო ხდება არის ბინძური პოლიტიკური ქვეტექსტის მატარებელი და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ. ახლა გამოაცხადეს ძებნაში და არა 2021-ში, ე.ი. მისი ოჯახისგან რაღაც დასჭირდათ სწორედ ახლა.

ისე მგონი ვეღარც ამჩნევთ, რომ ქვეყანაში ყველა ნიუსი დაჭერების ირგვლივ ხდება, ყველაფერი ერთი დადგმის ნაწილია. იმდენი ჩირქი დაგროვდა, რომ ეს ფურუნკული ძალიან მალე უნდა გასკდეს”,_ წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშინიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება
შემდეგი სტატიარას აცხადებენ პროკურატურაში გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლების შესახებ