მიხეილ სააკაშვილი : გამარჯვებამდე სულ ცოტა დარჩა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გამარჯვებამდე სულ ცოტა დარჩა და ამ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

“ოცნება ხალხს აჯერებს, რომ არჩევნებზე მისვლას არა აქვს აზრი, ჩვენ პირიქით დავაჯეროთ, რომ აუცილებლად უნდა მივიდნენ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, მათ საჯარო მოხელეებიდან ყველა არ აძლევს ხმას, მაგრამ აუცილებელია, მინიმუმ, 55% მოვიდეს არჩევნებზე, იმდენივე მაინც, რამდენიც საპრეზიდენტო არჩევნებზე, – თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

მანვე ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად გაიშალონ, იმუშაონ ხალხთან, რომელსაც სიტუაციის ახსნა კი არ სჭირდება, არამედ მაქსიმალური მობილიზება.

banner
წინა სტატიაშიცესკომ იზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელა
შემდეგი სტატიაკახეთში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა