მიხეილ სააკაშვილი – გამარჯვებამდე რამდენიმე საათი გვაშორებს

ჩვენს გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ – წინ ძალიან დიდი გამარჯვება გველოდება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინასაარჩევნო მიმართვისას განაცხადა.

სააკაშვილი ამბობს, რომ მათ გამარჯვებამდე რამდენიმე საათი დარჩა.

“თქვენ ისევ სწრაფად წაიყვნათ ქვეყანას წინ, რადგან მთავარი შემოქმედი ხართ თქვენ, ქართველი ხალხი! ჩვენ დავაბრუნებთ საქართველოდან წასულ ქართველებს და შევქმნით პირობებს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა საკუთარ ქვეყანაში რჩებოდეს და ღირსეულად არსებობდეს. ჩვენ აუცილებლად ავწევთ პენსიას, როგორც დაგპირდით. ჩვენ აუცილებლად შეგიმსუბუქებთ საბანკო ტვირთს, როგორც დაგპირდით. არასოდეს არ მოგვიტყუებიხართ, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა დამოკიდებულია თქვენზე. გამარჯვებამდე გვაშორებს სულ რამდენიმე საათი, მაგრამ ახლა ყველა მოწოდების სიმაღლეზე უნდა აღმოჩნდეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი პატრიოტიზმის, თქვენი ღირსების. საქართველოს ცვლილება სჭირდება – ცვლილების გარეშე ის დაიღუპება. საქართველო არის დაღუპვის პირას და მხოლოდ ხვალინდელი გამარჯვება და ცვლილება, რომელიც ამ გამარჯვებას მოჰყვება, გადაარჩენს მას და გაიყვანს სამშვიდობოზე“, – მიმართა სააკაშვილმა ამომრჩეველს.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი არასამთავრობოებს – შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის პოლიტიკოსების მხრიდან, როდესაც ხდება თქვენზე შეტევა