26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: გამაოგნებელია, რომ კიდევ დარჩა ვიღაც, ვინც გილაურის გათეთრების სპეცოპერაციას გილაურის “დევნას” უწოდებს

საქართველოს მესამე  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გილაურისგან ფულის ამღები პოლიტიკოსები ადასტურებენ მინიმუმ 20 მილიონის აღებას, სხვები საუბრობენ, რომ 20 კი არა, 40 მილიონი გადაიხადა გილაურმა ერთობის ჩაშლაში. ყველა შემთხვევაში, თუ ამდენი ფული პარტიისთვის მისაცემად ჰქონდა, საკუთარი სახლისთვის 4, თუ 7 მილიონი არ აღმოაჩნდა? და თუ არ აღმოაჩნდა, ე.ი. ის 20 და 40 მილიონი მისი არ იყო და თუ არ იყო, აბა ვისი იყო?

შემდეგი კითხვა, რომელიც მინდა დავსვა – აი ამ „პოლიტიკური დევნის“ დროს, გილაურებმა დაკარგეს „საქართველოს ბანკი?“ თუ არ დაკარგეს, ბანკს მოგება შეუმცირდა მაინც? – არა. ირკვევა, რომ გაიზარდა და 2 მილიარდს აჭარბებს (საბრალომ კი 4 მილიონი ვერ გამონახა).

კიდევ ერთი მოკრძალებული კითხვა მინდა დავსვა – გილაური საკუთარ „გაყიდულ“ სახლში აღარ ცხოვრობს? თუ მისმა უახლოესმა მეგობარმა, ვინმე სტურუამ, რომელმაც ეს სახლი „იყიდა“, თავისი ძმაკაცი გილაური ქუჩაში გამოაგდო?

ხოდა ახლა მოაზროვნე ხალხს მინდა ვკითხო – რისი სუნი უდის ამ ყველაფერს? თქვენც იგივე სუნი გცემთ, როგორც მე?

ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ეს უნდა იყოს ერთობა დაფუძნებული პრინციპებზე და ერთ-ერთი მთავარი პრინციპია – არცერთი გარიგება დიქტატურის საცეცებთან და ამ საცეცებისთვის, მანიპულირების შესაძლებლობების არ დაშვება.

რაც შეეხება გილაურს, ყველა უნდა შეეშვას თავის მოტყუებას და ხალხის იდიოტებად გამოყვანას. სიმართლე არის ერთი, სეპარატული გარიგებები კულისებში და პოლიტიკურ ყიდვა-გაყიდვას გამართლება ვერცერთ შემთხვევაში ვერ ექნება“.

banner
წინა სტატიაშიდაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინეს
შემდეგი სტატია4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმდა