მიხეილ სააკაშვილი გადადგება თანამდებობიდან თუ ახალ პარტიას ჩაუდგა სათავეში

sak-saakპარტია „დემოკრატიული ალიანსის“ ლიდერი ვასილი გაცკო და უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე გეგმავენ ივნისში ოფიციალურად განაცხადონ ახალი პარტიის შექმნის თაობაზე. საყვარელიძის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ პოლიტიკურ ძალას ჩაუდგება სათავეში, ის გადადგება ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, თუმცა ეს საკითხი ჯერ ღიაა. „ორ ადგილზე მუშაობა ვერ გამოვა, რადგან საქმე იქნება ძალიან ბევრი. ქვეყანა დიდია, ასევე დიდია პოლიტიკური ენერგიაც და საჭიროა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ თითოეულ ადამიანს“ – აღნიშნა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის თებერვალში სააკაშვილმა მოითხოვა უმაღლესი რადის ვადამდელი არჩევნების ჩატარება. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია მის მიერ ახალი პარტიის შექმნის თაობაზე, თუმცა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგი უარყო.

banner
წინა სტატიაშიბაჩო ახალაია ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს ციხიდან “ქრონიკა+”-ს
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინას იანუკოვიჩის გადაცემაზე უარი უთხრა