მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და ანგელა მერკელს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მიმართავს.
„კიევის კაფეში თავს დამესხნენ შეიარაღებული პირები, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ და კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადამიყვანეს. ამ აქციის უკან უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დგას.
თუ ევროკავშირი და ანგელა მერკელი არაფერს მოიმოქმედებენ, უკრაინა დაიშლება. მე აუცილებლად დავბრუნდები უკრაინაში კანონიერად და ამ ბრძოლაში გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა გამოცემა Bild-თან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა
შემდეგი სტატია“ციანიდის საქმეზე” გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დღეს გამოცხადდება