მიხეილ სააკაშვილი: ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი -გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს

„ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი – დავქექო თბილი ბუხარი და ვთქვა, რომ ოდესღაც რაღაც იყო? არაფერი ყოფილა, თუ სამშობლო არ გადაარჩინე, დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ონლაინჩართვისას განაცხადა.

მანვე თქვა, რომ არჩევნებზე ხმების დასათვლელად ახალ სისტემას ამზადებს და ამასთან იქნება სახის ამომცნობი, რომლითაც შეჩერდება ე.წ კარუსლები.

„ვამზადებთ ხმების დათვლის სულ სხვა სისტემას, ძალიან ბევრი ახალი დამკვირვებელი გვეყოლება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და სხვადასხვა კუთხით მომზადებულები, ასევე გვექნება სახის ამომცნობი სისტემა, რომ „კარუსელები“ გავაჩეროთ, ახალი ტექნოლოგიები ამის საშუალებებს იძლევა. გვექნება მოსყიდვის საწინააღმდეგო სერიოზული სისტემები და რაც მთავარია, ჩვენ ძალიან ბევრ ამომრჩეველს გამოვიყვანთ. ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი საქართველოში. ეს არჩევნები არის, საქართველო იქნება თუ არ იქნება, საქართველო გადარჩება თუ დაიკარგება. ტყუილად ვიცხოვრეთ?! ჩვენს ცხოვრებას არაფერი აზრი არ ჰქონდა თუ ყველაფერს აზრი ჰქონდა. ეს არის ჭეშმარიტების მომენტი, ამ მომენტში ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენს სამშობლოს ვუმტყუნოთ. დავქექო თბილი ბუხარი და ვთქვა, რომ ოდესღაც რაღაც იყო? არაფერი ყოფილა, თუ შენი სამშობლო არ გადაარჩინე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მყოფ 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საზოგადოებრივ ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება