მიხეილ სააკაშვილი : ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები ჩემს ვენახს

აშშ-მ სააკაშვილს ოდესაში დახმარების გაწევა აღუთქვა

საქართვეოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი კახეთის მოსახლეობას მიმართავს.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მას “ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდება საქართველოს და როდის დაიწყებს ხალხთან ერთად დიდ აღმშენებლობას”.

“ჩემო საყვარელო კახელებო, ჩემო კარის მეზობლებო, კახეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, საქართველოსთვის უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე რეგიონი თავისი განსაკუთრებული საზოგადოებით. ჩვენ ვაქციეთ კახეთი ტურიზმის ცენტრად. რამდენი ახალი ადგილი აშენდა, ეს ყველაფერი თქვემი მეშვეობით გაკეთდა, თქვენი ხელშეწყობით, თქვენი მონაწილეობით სხვანაირად ამას ვერ გავაკეთებდით.

ჩვენ ძალიან დაგვარტყდა თავის დროზე რუსეთის ემბარგომ და სწორედ მაშინ გადავწყვიტე პატარა ვენახის შეძენა ყვარელში, რადგან ჩამეყვანა პრეზიდენტები და მთელი მსოფლიოდან პრეზიდენტები, პრემიერები, ტელევიზიები და გაეკეთებინა რეკლამა ჩვენი ღვინისთვის, ჩვენი სამზარეულოსთვის, ჩვენი ადგილებისთვის. და მე მგონი, ერთად გამოგვივიდა, რადგან დღეს ქართული ღვინო გადის მთელს მსოფლიოში, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი პრობლემები. სიღნაღში უფრო ნაკლები ტურისტი ჩადის ახლა, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, ეს ხომ არასწორია? ეს ნიშნავს, რომ ხელი მოაკლეს, ეს ნიშნავს რომ რაღაცა ისე არ გაკეთდა.

ხალხს აქვს ბევრი სხვა პრობლემა – სოციალური გაჭირვება, ბევრგან არ მიიყვანეს წყალი, ბევრგან გზა არის მისაყვანი, არ ეშველა აქამდე, ამასაც გავაკეთებთ. რაც მთავარია, ხალხს არ უნდა ჰქობნდეს პროდუქციის გასაღების პრობლემა, არ უნდა იყოთ დამოკიდებული ფასების რყევაზე, თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული საკუთარ მომავალში. არ უნდა იყოთ დამოკიდებული ბანკის პროცენტის გასტუმრების დროზე და შიშით არ უნდა უყურებდეთ, იმდენი შემოსავალი უნდა გქონდეთ, რომ ამან ვერც ერთ თქვენგან პრობლემები შეუქმნას. თქვენ ხომ ცხოვრობთ პოტენციოურად ძალიან მდიდარ რეგიონში, სიტყვა გაჭირვება უნდა დარჩეს შორეულ წარსულში და ყველანი ბევრად უნდა ვიყოთ დარწმუნებული საკუთარ მომავალში.

ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები ჩემს ვენახს, თითოეყულ თქვენგანს და როდის გავაგრძელებთ თქვენთან ერთად დიდ აღმშენებლობას თითოეული თქვენგანის საკეთილდღეოდ”,- წერს სააკაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიენმ “ცენტრისტების” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
შემდეგი სტატიაბედუკიძის რეკლამის საკითხს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია განიხილავს