29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: ენმ-ის რეფორმირებისთვის გუნდს ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს და აცხადებს, რომ პარტიის განახლების მიზნით, გუნდს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი შემოუერთდება.

სააკაშვილის განმარტებით, ჟორჟოლიანს მისი სრული ნდობა და მანდატი აქვს, რათა პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად ფუნდამენტური რეფორმები გაატაროს.

„პირადად მე ნანუკას 25 წელია ვიცნობ. მას არასდროს უღალატია იდეისთვის. ყოველთვის გამოირჩეოდა სახალხოობით, უკიდურესი სიმამაცით და ინოვაციურობით. აქვს დიდი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და გარეთ“, — აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას სასწრაფო გაცოცხლება სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიტექნოლოგიების სპეციალისტებს სკოლაში მასწავლებლობის უფლება ეძლევათ – პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაამტკიცა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უარი უნდა ვთქვათ დამარცხებულის მენტალიტეტზე და გადავეწყოთ გამარჯვების ტალღაზე