მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს თავს აჩვენებს, როგორც ღატაკი და რეალობაში ძვირ შენაძენს აკეთებს ფლორიდის სანაპიროზე

 

ადამიანთა ჯგუფი იმ ქართველებით მანიპულირებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

„ადამიანთა ჯგუფი იმ ქართველებით მანიპულირებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ. მიხეილ სააკაშვილი მათ თავს აჩვენებს, როგორც ღატაკი და რეალობაში ძვირ შენაძენს აკეთებს ფლორიდის სანაპიროზე.

მეორე საკითხია, მოვითხოვთ თუ არა, ამ ჩანაწერის იდენტობის დაზუსტებას. ბევრი ხალხია დაინტერესებული იმაში, რომ ფარული ჩანაწერები, რასაც მოიპოვებენ, საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი. არ მგონია, საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყოს, რომ ეს ოჯახი დიდ ფინანსურ რესურსებს ფლობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიროდესაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, სტრატეგიულ პარტნიორთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვითარების გამწვავება
შემდეგი სტატიადავამტკიცეთ, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და მზად არის მიიღოს უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან