მიხეილ სააკაშვილი – ეჭვიც არ მეპარება, რომ პუტინი უკრაინაში მასშტაბურ შეჭრას გეგმავს

ეჭვიც არ მეპარება რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის გეგმას ამუშავებს – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ BBC-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დონბასის რეგიონში რუსული ჯარის მობილიზება უკრაინის უსაფრთხოებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს, რაც ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს რომ ვლადიმერ პუტინს დასავლეთის შეშფოთება არ ანაღვლებს, რადგან ის ძალის გამოყენებაზე და აგრესიაზე არის ორიენტირებული.

დონბასში კი ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ბოლო 24 საათში სეპარატისტების მხრიდან სროლებს 1 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაიჭრა.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, სეპარატისტებმა ცეცხლი დასახლებული პუნქტებისა და სამშვიდობო მისიის მიმართულებით გახსნეს.

ასევე ცნობილი ხდება რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კასპიის ზღვიდან შავ ზღვის მიმართულებით სამხედრო გემების გადაყვანის ბრძანება გასცა.

დონბასში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და კრემლს უკრაინის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების დაუყონებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითალაკვაძე – გიორგი გახარიასთან კონკურენციის საკითხი დამოკიდებული იქნება, რა პარტიას შექმნის და რა პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევს
შემდეგი სტატიადაპირისპირება “ქართული ოცნების” ოფისთან – პოლიციამ 4 აქტივისტი დააკავა